ელჩის ბიოგრაფია

ლევან იზორია

დაბადების თარიღი: 1974 წლის 5 თებერვალი.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი.

განათლება

 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის, გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი უმაღლესი შეფასებით.

2002 წელს მიენიჭა გერმანიის გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი უმაღლესი შეფასებით.

სამუშაო გამოცდილება

1995-1998 წლებში ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი. 1999-2002 წლებში გერმანიის ქალაქ გოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე.

2002-2018 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

2002-2005 წლებში ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი.

2003-2004 წლებში გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

2004-2006 წლებში შსს-ს აკადემიის რექტორი.

2006-2007 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.

2007-2009 წლებში მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში, ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი.

2009-2011 წლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

2009-2011 წლებში კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი.

2010-2011 წლებში მეცნიერ-მკვლევარი ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში.

2011-2014 წლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.

2014-2016 წლებში შსს-ს აკადემიის პროფესორი.

2012-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2015-2016 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

2016 – 2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2019 – 2020 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.

2019 – 2020 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ჯილდოები

საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენი — რაინდის წოდება.

უცხო ენები

გერმანული, ინგლისური, რუსული.