დახვედრის ოფიციალური ცერემონია აეროპორტში.

23 აგვისტოს დაიწყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს.

მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია.

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნაწილი გაფართოებული შეხევდრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

Pressekonferenz von Bundeskanzlerin Merkel und dem Ministerpräsidenten von Georgien, Mamuka Bachtadse

(Die Protokollierung des fremdsprachlichen Teils erfolgte anhand der Simultandolmetschung) MP Bachtadse: Ich begrüße Sie alle. Sehr geehrte Frau Bundeskanzlerin, ich danke Ihnen recht herzlich für Ihren offiziellen Staatsbesuch in Georgien. Es ist uns eine besondere Ehre, Sie hier in Georgien als Freundin, Partnerin, Unterstützerin und als einen großen Fan unseres Landes empfangen zu dürfen.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

​გიორგი მარგველაშვილი – გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ

“გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი.
ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა: “მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე”.
ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე ისე ტერმინოლოგიურად.
“კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, როგორც მან თავად აღნიშნა. საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება.
მერკელმა ცალსახად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო – გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები – სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

ანგელა მერკელის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მოინახულა საოკუპაციო ხაზი სოფელ ოძისში

ბიზნეს ფორუმი

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ტომას ბარაისმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებების, საპარტნიორო ფონდის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, „საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და სხვა ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები. რაც შეეხება გერმანულ მხარეს, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა, შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. გერმანელი ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოსა და ადგილობრივი ბიზნესკლიმატის შესახებ, რომელიც მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ, ქართული მხარის წარმომადგენლებმა გერმანული კომპანიების ხელმძღვანელების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 2 ხელშეკრუკლებას, რომელთა საერთო ღირებულება 193 მილიონ ევროს შეადგენს. 
„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. 
ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.
აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონი ევრო, ხოლო 3 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოყო.

24 აგვისტოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ შეთანხმება გაფორმდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა.