8. თებერვალს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა მონაწილეობა მიიღო კვლევითი ინსტიტუტების „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში: „გერმანიის როლი საქართველოს ევროპული მომავლის კონტექსტში. რა მოვუხერხოთ მოლოდინებს?“. შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობაში ჩატარდა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობაზე და გერმანიის მნიშვნელოვან როლზე აღნიშნულ პროცესში.