გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები გერმანიასა და ევროკავშირთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.