მ.წ. 13 მარტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი დირკ ვიზე და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი იოჰანეს შრაპსი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების შესახებ პრეზენტაცია და გამოფენა.
გერმანელმა დეპუტატებმა ვიდეო მიმართვით მიულოცეს საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავი.