მ.წ. 17-19 მარტს ქ. დიუსელდორფში იმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა „ Prowein 2019“. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 30-მდე ქართული ღვინის კომპანია.
ქართული სტენდს ესტუმრა საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი. გამოფენის გახსნის ცერემონიის ფარგლებში ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა „ Prowein 2019“-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან მიქაელ მანდელთან.