მ. წ. 9 აპრილს, ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა იური როსტის და გიორგი ცაგარელის დოკუმენტური მასალების ფოტოგამოფენა და ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება „9 აპრილის ქრონიკა.“
საელჩოში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. 
საღამოს ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ბუნდესტაგის, ბერლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გერმანული მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.