6–9 მაისს ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ევროინეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მან შეხვედრები გამართა ბუნდესტაგის დეპუტატებთან: კრისტოფ პლოსი (CDU) – საქართველოზე მომხსენებელი ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში, ნიკოლას ლობელი (CDU)– მომხსენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე საგარეო კომიტეტში, იოჰანეს შრაპსი (SPD) მომხსენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, საგარეო და ევროკავშირის კომიტეტის წევრი, ნილს შმიდი (SPD) – ფრაქციის სპიკერი საგარეო კომიტეტში,ტაკრედ შიპანსკი (CDU) დიგიტალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გერმანიის ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე 10 მაისს დაგეგმილი დებატები და კოალიციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ 10 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებების შესახებ და გაუზიარეს ერთმანეთს ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებას.