მ.წ. 15 ივნისს ქ. ბერლინში ევროპული კულტურების მუზეუმში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპული კულტურების მუზეუმის, გამომცემლობა კიკონიასა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის ‘პეტრე ოცხელი’ პრეზენტაცია. ტექსტებზე თანამედროვე ქართველმა მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმირ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა პეტრე ოცხელის შთამომავალი – სალომე ოცხელი.