საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე- პრეზიდენტთან კლაუდია როთთან, რომელიც საქართველოში ბათუმის რიგით მე-16-ე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები,როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, აღნიშნულ ფორმატში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობას.

ბათუმის კონფერენციის მსვლელობისას სოფიო ქაცარავა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი შეხვდნენ გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს, ქრისტოფ პლოსს და მატერნ ფონ მარშალს. მხარეებმა საქართველოს და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.