საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციის„საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში 11 ივლისს გერმანიის ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, მიხაელ როთს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიაში საქართველოსელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევები განიხილეს.

ასევე 11 ივლისს, ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი შეხვდნენ ბუნდესტაგის წევრებს იოჰანეს შრაპსს (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და კრისტოფ პლოსს (ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია). შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.