საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბათუმის რიგით მე-16-ე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ (11-12 ივლისი) ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მიხაელ როთს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა საქართველოს და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა განათლების, ბიზნესის, დარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს და ხაზი გაესვა პროპორციულ არჩევნებსა და მის როლს პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენდა. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს ოკუპაციის წინააღმდეგ. გერმანული მხარის შეფასებით შთამბეჭდავია, რომ დაძაბული რეგიონული ვითარებისა და ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო წარმატებით აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებასა და სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.