საქართველოს ელჩი აფხაზეთის შესახებ გერმანიის საზმაუწყებლის სიუჟეტზე – ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში და გვმართებს, ვიყოთ აქტიურები

ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში და გვმართებს, ვიყოთ აქტიურები – ისტორიული ფაქტების დამახინჯების ფაქტზე მივწერეთ რეპორტაჟის ავტორსაც და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რედაქციასაც”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom” განაცხადა.