29 აგვისტოს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა გაცნობითი შეხვედრა ფედერალურ დონეზე გერმანიის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარესთან რობერტ ჰაბეკთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ ურთიერთობაზე, არსებულ ვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებზე. საუბრის თემა იყო ასევე საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობების გამოყენება და მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.