30 აგვისტოს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის ხელმძღვანელთან ალექსანდერ დობრინდტთან. 
ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო ქმედებებისა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების პარტნიორი ქვეყნის სწრაფი განვითარება გერმანიის ინტერესშია