2019 წლის 11 სექტემბერს ქ. ფრანკფურტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს, გერმანული საკონსულტაციო ჯგუფის COMMIT, საქართველოსა და სომხეთის საელჩოების, საქართველოსა და სომხეთში მოქმედი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და უმსხვილესი ტურისტული გაერთიანების (DRV) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამართა ღონისძიება „ტურიზმის სექტორი საქართველოსა და სომხეთში“. აღნიშნულ ღონისძიებაზე დარგის ექსპერტებმა, გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის მაღალი დონის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ორი ქვეყნის ელჩებმა ვრცლად ისაუბრეს ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე.
საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ასევე ვრცელი პრეზენტაცია მოაწყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნინო ტურაშვილმა.
ღონისძიების დასასრულ, მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.