15 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესთაგის ვიცესპიკერთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთან, თომას ოპერმანთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ევროკავშირსა და ნატოში და გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას მიმდინარე რეფორმების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების მდგომარეობაზე რეგიონში და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი მილიტარიზაციის პროცესზე.