22 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის ტურიზმის კომიტეტში CDU/CSU-ფრაქციის ხელმძღვანელთან კლაუს პეტერ შულცესთან.
ელჩმა დეპუტატს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მზარდი ტურისტული ნაკადების, ისევე როგორც ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯები.