24 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესთაგის ფრაქცია მემარცხენეს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან შტეფან ლიბიხთან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ევროკავშირსა და ნატო-ში და გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას მიმდინარე რეფორმების პროცესში. ელჩმა გერმანელ პარლამენტარს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო განვითარებაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების მდგომარეობაზე რეგიონში და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაციის პროცესზე.