7 ნოემბერს გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ბუნდესტაგის მეცნიერ-თანამშრომლების გაერთიანების“ წევრებს შეხვდა. შეხვედრის ძირითად თემას საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენდა. ელგუჯა ხოკრიშვილმა გართიანების წევრებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების პოლიტიკაზე, კერძოდ კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ზოგადად რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე. მოხსენების შემდგომ გერმანიის პარლამენტის მეცნიერ-თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.