გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი 13 ნოემბერს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, საბინე კუნსტს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს განათლების სფეროში და  აღნიშნეს ის ისტორიული კავშირები, რომლებიც საქართველოს და გერმანიას შორის  არსებობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ  ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტს და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს შორის ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში და მათ შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კონკრეტული გეგმების დასახვა წარმოადგენდა. კერძოდ კი განხილული იქნა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართველი დოქტორანდებისთვის და პოსტდოკებისთვის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტების მიზნით ორმხრივი ჩარჩოს შექმნის და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის აღდგენის შესაძლებლობები.