საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ვოლფგანგ ჰელმიხს.

🇬🇪🇩🇪 შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო – გერმანიის წარმატებულ და ინტენსიურ საპარლამენტო თანამშრომლობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ვითარების დეესკალაციის, ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ