2019 წლის 6 დეკემბერს გერმანიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ცნობილი ქართველი მხატვრის, ქალბატონ მზექალა ბერძენიშვილის გამოფენა. ღონისძიების პირველი ნაწილი მიეძღვნა ქართველი ბავშვებისთვის ხატვის მასტერ კლასების ჩატარებას. გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა პატარა სოლო-კონცერტი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ქალბატონ ნანა მიქაბერიძის ხელმძღვანელობით. ქალბატონი ნანას მიერ შესრულებულ კომპოზიციებს ვოკალური აკომპანიმენტი გაუწიეს გიორგი მჭედლიშვილმა, ანი კუშიანმა და სალომე მახათელაშვილმა.