12 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში CDU/CSU ფრაქციის ხელმძღვანელთან დეტლეფ ზაიფთან.
ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის, ისევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული და დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯების თაობაზე. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.