გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

🛑16 მარტიდან სასაზღვრო კონტროლი და გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვა დაწესდა საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან და ლუქსემბურგიდან მომავალ მოქალაქეებზე. პოლონეთის საზღვარზე გამკაცრებული კონტროლი მოქმედებს გასული კვირიდან.

🛑გერმანიის რკინიგზა მომავალი კვირიდან ზღუდავს მიმოსვლა.

🛑16 მარტიდან გერმანიის ყველა ფედერალურ მიწაზე შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებში, დახურულია საბავშვო ბაღები. უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება გადადებულია აპრილის ბოლომდე.
🛑გაუქმებულია ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიება. დაიხურა თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები
🛑ქ.ბერლინის მასშტაბით დახურულია კლუბები და ბარები. რესტორნებს ეძლევათ უფლება უმასპინძლონ არაუმეტეს 50 ადამიანისა.
🛑აკრძალულია ყველა ღონიძიება და თავყრილობა, რომელიც 50 ადამიანზე მეტის დასწრებას ითვალისწინებს.
🛑გამოცხადდა შეიარაღებული ძალების მობილიზაცია საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად.
🛑გამოცხადდა პენსიაში გასული ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მობილიზაცია საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად

‼️‼️გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა ეს შეზღუდვები არ შეეხება სუპერმარკეტებს, ბანკებსა და აფთიაქებს.