16 მარტს დილის 8 საათზე გერმანიის შიდა საზღვარი შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, საფრანგეთთან, დანიასა და ლუქსემბურგთან დროებით დაიკეტება. რამდენ ხანს გასტანს მსგავსი შეზღუდვა უცნობია.

შეზღუდვა არ შეეხება ტვირთის მიმოქცევასა და ამ სასაზღვრო რეგიონებში დასაქმებული პირების გადაადგილებას.

ის ასევე არ შეეხება იმ გერმანელებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ და იმ პირებს, რომლებსაც გერმანიაში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ.