მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო გთავაზობთ, შეგვატყობინოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შევძლოთ თქვენთან დაკავშირება, აუცილებელი ინფორმაციის მოწოდება თუ ეფექტური დახმარების აღმოჩენა.
🛑საკონტაქტო ინფორმაცია თქვენს შესახებ უნდა იყოს შემდგომი თანმიმდევრობით:
გვარი და სახელი,
ქალაქი და უნივერსიტეტი,
ელფოსტა, ტელეფონის ნომერი.

🛑წერილის გამოგზავნისას გთხოვთ subject-ის გრაფაში ჩაწეროთ სიტყვა „სტუდენტი“.
საკონტაქტო ელფოსტა: hotline.berlin@mfa.gov.ge