საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაცია გაიმართება 2020 წლის 23 მარტს, გერმანიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს “Facebook” გვერდზე: https://www.facebook.com/EmbassyOfGeorgiaInGermany/

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე berlin.doctor@mfa.gov.ge