გერმანიის ფედერაცულ რესპუბლიკაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც გერმანიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და საერთაშორისო მიმოსვლის შეფერხების შედეგად წარმოქმნილი განსაკუთრებული გარემოების გამო შეეზღუდათ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა, ‼️დაუყონებლივ უნდა მიმართონ ადგილობრივ საიმიგრაციო სამსახურს.‼️

🛑🛑🛑აღნიშნულ შემთხვევაში ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განაცხადი უნდა გაკეთდეს ელ-ფოსტის მეშვეობით.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი მონაცემები:

🛑გვარი და სახელი – ლათინური ანბანის მიხედვით (როგორც პასპორტში);
🛑დაბადების თარიღი;
🛑 დაბადების ადგილი;
🛑სქესი;
🛑ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ:
🛑პასპორტის ნომერი.

შესაბამისი საიმიგრაციო სამსახურის პოვნა შესაძლებელია შემდგომი ვებგვერდის მეშვეობით: https://www.bamf.de/…/Auslaen…/auslaenderbehoerden-node.html

გთხოვთ თქვენს მიერ საიმიგრაციო სამსახურში ელფოსტით გაკეთებული განაცხადი ამობეჭდოთ და თან იქონიოთ პასპორტთან ერთად ქვეყანაში ყოფნის დროს თუ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რომ საქმე ეხება გამონაკლის შემთხვევას, რომლის საფუძველი ამჟამად არსებული განსაკუთრებული ვითარებაა. გერმანიაში მხოლოდ დროებით მყოფმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის ვადა ეწურებათ, ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, დაბრუნდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნებში. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს არ შედიოდა მოგზაურობის პირველად გეგმაში და თუ ამით სამოგზაურო პერიოდის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს. მდგომარეობის დინამიურად განვითარების გამო, შესაძლოა რეგულაციებში დაუგეგმავი ცვლილებების შეტანა მოხდეს.