ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობაში შეზღუდვების დაწესების ვადის გაგრძელების თაობაზე:
როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 22 მაისამდე  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და  საკონსულო დაწესებულებები გადავიდნენ მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, არსებული შეზღუდვები გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ანუ 2020 წლის 22 მაისამდე.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად.

ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა  დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ასევე, რიგ დისტანციურ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge .

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის  საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:
საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:
ა) მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
ბ) მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება,  თუ მას  აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
გ) მოქალაქე  საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
დ) მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
ე) მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
ვ) მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს:

ქ. ბერლინი:ტელ.: +49 (30) – 484907 -19
ფაქსი: +49 (30) – 484907 20
ცხელი ხაზი:
+49 (0)163 35 08 239; +49 (0) 162 88 55 303; +49 (0) 1633604365
ელ-ფოსტა: berlin.konsulat@mfa.gov.ge

ქ. მიუნხენი: ტელ.: +49(0)89 52389176, +49 (0) 89 517 029 84
ფაქსი: +49(0)89 52389215, +49 (0)89 548 876 95
ელფოსტა: muenchen.konsulat@mfa.gov.ge / georgischer-honorarkonsul@claus.hipp.de.
ცხელი ხაზი: +49(0)15226233441
+49(0)1637577718
+49(0)1628855303

Bockenheimer Landstraße 97-99,
60325 Frankfurt am Main
ტელ.: +49(0)699 767 1137
ფაქსი.: +49(0)699 767 1138
ელ ფოსტა:  frankfurt.konsulat@mfa.gov.ge
ვებ გვერდი: www.geoconsul.gov.ge

ცხელ ხაზი: +49(0)159 04016813