✔️ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით კომპანია ბელავია 2020 წლის 3, 10 და 17 მაისს განახორციელებს ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს მინსკი-თბილისის მიმართულებით.

🔹 აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. როგორც ცნობილია, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად სარგებლობენ აღნიშნული ტრანზიტული მარშრუტით, რის შემდეგაც სომხურ მხარესთან თანამშრომლობით ხდება მათი გამომგზავრება სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე.

➡️ საწყის ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება მინსკიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისის შესრულების შესახებ.

🔉 ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბელავიას ვებ-გვერდზე https://belavia.by/

🔸 შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართცველოში რეისებს ახორციელებს კომპანია “Georgian Airways”.

🔘 2020 წლის 25 აპრილის მონაცემებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 7,786 მოქალაქე.

➡️ საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი