მიმდინარე წლის 3 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ქ. ბერლინში არსებული დიასპორის ორგანიზაციის „ბერლინის ქართული სახლი“ ხელმძღვანელთან თამარ შალამბერიძესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.