საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან – თომას ბარაისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.