17 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს დირკ ვიზეს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

გერმანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიასთან ბრძოლაში და ქვეყნისთვის ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებასა და ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ არსებულ  დეზინფორმაციულ კამპანიაზე.