17 ივნისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ალბერტ ვაილერთან (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია).
შეხვედრისას ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის შესახებ, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის აქტუალური მიმართულებების თაობაზე.
მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში შემდგომი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე.