23 ივნისს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორთან კურტ ბეკთან. ფრიდრიხ ებერტის ფონდი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონდია გერმანიაში, საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისით არის წარმოდგენილია.

ლევან იზორიამ და კურტ ბეკმა განიხილეს ორმხრივი, ქართულ-გერმანული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე.