29 ივნისს საქართველოს ელჩმა გერმანისს ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, საგარეო კომიტეტში CDU/CSU ფრაქციის  მომხსენებელთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, ნიკოლას ლობელთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით წარმართულ პოლიტიკურ პროცესს, საქართველოს მოლოდინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს.