2 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე მომხსენებელს ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში  იოჰანეს შრაპსს (SPD).

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა და მიმდინარე რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკას და ტურიზმის კვლავ ამუშავების პერსპექტივებს.