✅ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა/რეზიდენტებმა საქართველოში ჩამოსვლისას წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა – https://registration.gov.ge/…/8_protocol_for_arriva…/tk6157/

🔵 იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.

🔵 აღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა.

🔵 მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

► რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს – ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

► გრძელდება შემდგომი მუშაობა/მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან.

✅ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა – https://registration.gov.ge/…/7_protocol_for_arriva…/kcjcpx/

► ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია