15 ივლისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე სპეციალურ წარმომადგენელთან ჰანს-იურგენ ჰაიმსოტთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების შტაბის უფროსთან ბენედიქტ ცანკერთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში, 2021 წელს დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელი პროცესი და 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ორიენტირები. საუბრისას მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა ქართული მხარის მოლოდინებისა და გერმანული მხარის ხედვების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ

გააგრძელონ ამ თემებზე მჭიდრო და ინტენსიური კომუნიკაცია.