21 ივლისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ფედერალური კანცლერის აპარატის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან  ქალბატონ კრისტინა ბაინჰოფთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების წარმატებულ პოლიტიკას, საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიზნით მიღწეულ შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდის განვითარებების და რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ.