გაცნობებთ რომ 2020 წლის 3 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საპატიო საკონსულოში (ქ. მიუნხენი) დროებით შეჩერებული იქნება საკონსულო მოქმედებების წარმოება და ამ მიზნით მოქალაქეთა მიღება. საკონსულო მოქმედებების წარმოება და შესაბამისად მოქალაქეთა მიღება განახლდება ჩვეულ რეჟიმში 2020 წლის 22 აგვისტოდან. ამასთან, გადაუდებელ შემთხვევებში გთხოვთ მიმართოთ ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს/საკონსულოს, ან ქ. ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.