მ.წ. 14 აგვისტოს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ჰამბურგში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან.შეხვედრა მიმდინარეობდა 2 საათი და განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა, ხაზი გაესვა ქართულ/გერმანული ფორუმის ჩამოყალიბების საკითხს და ამ ფორუმში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას.