25 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო-სახელმწიფო მდივანთან თომას ბარაისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას ორის ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.