25 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ბრანდენბურგის ლანდთაგის პრეზიდენტს პროფ. დოქტ. ულრიკე ლიდთკეს (SPD).

გაცნობით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბრანდენბურგის ფედერალურ მიწასთან და მის საკანონმდებლო ორგანოსთან ქართული მხარის მჭიდრო ურთიერთობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში ინფექციის მხრივ არსებული მდგომარეობა და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გააკეთა ჩანაწერი ბრანდენბურგის ლანდთაგის საპატიო სტუმართა წიგნში.

გაიმართა ასევე ელჩი ლევან იზორიას შეხვედრა ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოებასა და მის თავმჯდომარესთან პავლე შპეტიშვილთან. საუბრის თემას წარმოადგენდა საზოგადოების 25 წლიანი მოღვაწეობა, პროექტები და ინიციატივები მხარდაჭერილი ბრანდენბურგის მხარის, საქართველოს მეგობრებისა და ბრანდენბურგში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან.