31 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტს კლაუდია როთს (ფრაქცია კავშირი 90/მწვანეები).
გაცნობითი შეხვედრა შეეხო კორონავირუსის პანდემიის მხრივ არსებულ ეპიდომიოლოგიურ მდგომარეობას და კრიზისის გავლენას ტურიზმის სფეროზე. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე რუსეთის ოკუპაციის თემას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ბუნდესთაგის ვიცეპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, საქართველოს კულტურითა და ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით განსაკუთრებულ დაინტერესებას.