1 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა გერმანიის ასპენის ინსტიტუტის დირექტორს რუდიგერ ლენცს.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გერმანიასთან საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო გლობალური უსაფრთხოების თემებსა და საქართველოს როლს რეგიონალური სტაბილურობის კონტექსტში.