14 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს იოჰან ზაათჰოფს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მდგომარეობაზე ოკუპირებულ რეგიონებში და ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებაზე.

ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დინამიკასა და სამომავლო პროექტებზე, მათში სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა საქართველოს ბრძოლა პანდემიასთან და ქვეყნისთვის ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობა.