16 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ულა შმიდტს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო პერიოდზე საქართველოში, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.