17 სექტემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა შტუტგარტის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან, იოჰანეს შმალცლთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საინვესტიციო სფეროში ორი ქვეყნის ბიზნესწრეების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საელჩოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის  სამომავლო აქტივობები.